მარტინო: „იმედი მაქვს, მომდევნო კვირაში, გულშემატკივრები მხარს 90 წუთის განმავლობაში დაგვიჭერენ“
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ტატა მარტინომ განაცხადა, რომ "ელჩესთან" ფრე ის შედეგი არაა, რომელიც მას სურდა, მაგრამ "ატლეტიკოსა" და "რეალის" თამაშების გათვალისწინებით, ეს ცუდი შედეგი არაა.
ერთი კვირის შემდეგ, "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ერთმანეთს ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში დაუპირისპირდებიან. ქვეყნის ჩემპიონის ბედი სწორედ ამ მატჩში გაირკვევა. "იმედი მაქვს, მომდევნო კვირაში, გულშემატკივრები მხარს 90 წუთის განმავლობაში დაგვიჭერენ. მათი დახმარებით ტიტულის მოგება შეგვიძლია." - აცხადებს მარტინო "ელჩესთან" თამაშის (0:0) შემდეგ.
"დაფიქსირებული ანგარიში ის არაა, რაც მინდოდა, მაგრამ სხვა თამაშების შედეგების გათვალისწინებით, კმაყოფილები ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სეზონის ბოლოს ტიტულის მოგების შანსი გვაქვს.
შეხვედრის მიწურულს ორი ამოცანა გვქონდა. გოლის გატანა გვჭირდებოდა, მაგრამ ამავდროულად, გაშვება ტიტულის მოგების შანსს გვართმევდა. დადებითი შედეგის დაფიქსირებას ბოლომდე ვცდილობდით და პარალელური მატჩების ანგარიშებსაც ვითვალისწინებდით."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 26 ]