ინიესტა: „გულშემატკივრების 200%-იანი მხარდაჭერა გვჭირდება“
"ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა გულშემატკივრებს პრიმერას ბოლო ტურში, "ატლეტიკოსთან" გასამართ მატჩში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
"გუნდები ერთმანეთს კარგად იცნობენ. ყველაფერს დეტალები გადაწყვეტს. ჩვენი მიზანია მზად ვიყოთ და კონცენტრირება დისტანციის ამ ბოლო მეტრებზე მოვახდინოთ. ყურადღება უნდა მივაქციოთ ბოლო გადაცემებს.
მომენტების შექმნის დროს სიმწვავე გვაკლია ხოლმე. ეს არა მხოლოდ თავდამსხმელებს, არამედ მთელს გუნდს ეხება, რაც ძვირად გვიჯდება.
ის ფაქტი, რომ "ატლეტიკოს" 2 ფინალი ელის, ფავორიტად არ გვაქცევს. ეს ჩვენი ფინალია და ყველაფერი 90 წუთში გადაწყდება. არაერთი თვე და განსხვავებული სიტუაცია ჩაეტევა ამ 90 წუთში.
გუნდს გულშემატკივრების 200%-იანი მხარდაჭერა ჭირდება. თუ დამატებით მხარდაჭერას მივიღებთ, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება და გუნდიც ღირსეულ პასუხს გასცემს. თუ ეს არ მოხდება, არაფერი გამოგვივა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]