ესპანური პრესა: მესი და „ბარსელონა“ ხელფასზე შეთანხმდნენ
თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, "ბარსელონამ" და მესიმ, ფეხბურთელის ხელფასთან დაკავშირებით, შეთანხმებას მიაღწიეს და ახალი კონტრაქტის გაფორმება უახლოეს მომავალში მოხდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მესის წლიური ანაზღაურება 20 მილიონი ევრო იქნება, რაც მას მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთლად აქცევს. "ბარსელონას" წარმატებების გათვალისწინებით, შესაძლოა, ლეოს ხელფასი კიდევ 3 მილიონით გაიზარდოს. ივარაუდება, რომ კონტრაქტის გაფორმება მიმდინარე კვირაში მოხდება.
ჯერჯერობით უცნობია, შეიცვლება თუ არა კონტრაქტის მოქმედების ვადა. ხელშეკრულება მოქმედი ან ისევ 2018 წლამდე იქნება, ან ერთი წლით გაგრძელდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]