ნეიმარი: „კარიერის „სანტოსში“ დასრულება მინდა“

ნეიმარი: „კარიერის „სანტოსში“ დასრულება მინდა“

"ბარსელონას" ბრაზილიელ ვარსკვლავს, ნეიმარს სურს, რომ კარიერა არა კატალონიურ კლუბში, არამედ მშობლიურ "სანტოსში" დაასრულოს.

"მინდა სხვა ბრაზილიურ გუნდშიც ვითამაშო. თუ ამის შანსი მომეცემა, მას გამოვიყენებ. თუმცა, კარიერის "სანტოსში" დასრულება მინდა." - აცხადებს ნეიმარი, რომელიც "სანტოსიდან" "ბარსელონაში" გასულ ზაფხულში, ოფიციალური ინფორმაციით 57 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ნეიმარს, რომელმაც "ბარსელონას" მაისურით 40 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა, კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.