The Times: „ბარსელონა“ ლუისსაც შეუთანხმდა

The Times: „ბარსელონა“ ლუისსაც შეუთანხმდა

ავტორიტეტული ინგლისური გამოცემის, The Times-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელმა მცველმა, დავიდ ლუისმა "ბარსელონაში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" და "ჩელსი" ლუისის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ. გარიგების სავარაუდო ფასი 30 მილიონი ფუნტია. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დავიდ ლუისმა "ბარსელონასთან" პირადი კონტრაქტის დეტალები გუშინ შეათანხმა. ეს ნიშნავს, რომ ტრანსფერის განხორციელებას "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელის, სავარაუდოდ ლუის ენრიკეს ნებართვაღა სჭირდება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" 27 წლის ცენტრალური მცველის ტრანსფერს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაადასტურებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 67 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.