დელ ბოსკე ფაბრეგასს კვლავ თავდასხმაში თამაშს უპირებს
ესპანური პრესის ცნობით, "ფურია როხას" მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე, მსოფლიო ჩემპიონატზე, სესკ ფაბრეგასს თავდასხმაში თამაშს უპირებს.
დღეს, დელ ბოსკემ 30-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, რომელიც 25 მაისს 23 ფეხბურთელამდე შემცირდება. ცენტრფორვარდებიდან სიაში ფერნანდო ტორესი, დიეგო კოსტა, ალვარო ნეგრედო, ფერნანდო ლიორენტე და დავიდ ვილია მოხვდნენ. AS-ის ცნობით, საბოლოო განაცხადში მაქსიმუმ 3 მათგანი დარჩება. შესაძლოა, დელ ბოსკემ ბრაზილიაში მხოლოდ 2 ცენტრფორვარდი წაიყვანოს. ერთადერთი თავდამსხმელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული აქვს, დიეგო კოსტაა.
მადრიდელი ჟურნალისტების ინფორმაციით, დელ ბოსკე ბრაზილიაში ბევრ თავდამსხმელს იმის გამო არ წაიყვანს, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მსგავსად, ის ე.წ. ცრუ ცხრიანით თამაშს აპირებს და ამ პოზიციაზე ძირითადი ფეხბურთელი კვლავ სესკ ფაბრეგასი იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 35 ]