ბართომეუ: "დიდი ცვლილებები იქნება"
"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ მადრიდის "ატლეტიკოს" ჩემპიონობას ულოცავს და თავისი კლუბის სამომავალო გეგმებზე საუბრობს.
"ჩემპიონის ტიტული დავთმეთ, მაგრამ მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა. "ატლეტიკოს" ვულოცავ. ამ გუნდს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მადრიდელებს "კამპ ნოუმაც" მიულოცა. გულშემატკივრებმა ფეხბურთის შესახებ ბევრი იციან. "კამპ ნოუზე" მოსული ქომაგების ქმედებით ძალიან კმაყოფილი ვარ.
ეს ერის დასასრული არაა, მაგრამ დიდი ცვლილებები იქნება. ახალ პროექტზე გარკვეული დროის განმავლობაში ვმუშაობდით და საქმე წინ მიდის. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთან არ დარჩებიან, მაგრამ გუნდის ფილოსოფია არ შეიცვლება. ახალ პროექტზე ზრუნვას ორშაბათიდან დავიწყებთ და ამ პროცესში სუბისარეტაც იქნება ჩართული."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4 5
კომენტარები [ 82 ]