"ბარსა" ფაბრეგასს 40 მილიონ ევროდ დათმობს

"ბარსა" ფაბრეგასს 40 მილიონ ევროდ დათმობს

მოგეხსენებათ, უახლოეს ზაფხულში "ბარსელონას" ხელმძღვანელობა რამდენიმე მოთამაშის გაშვებას გეგმავს.

როგორც იცით, კატალონიური გრანდის ახალი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკეა, რომელიც კლუბში "სელტადან" გადმოვიდა. იგი გუნდის შერჩევას საკუთარი ხედვით აპირებს.

Marca-ს ინფორმაციით, დიდი შანსია, ამ ზაფხულს კატალონიის დედაქალაქი ხავიერ მასკერანომ, დანიელ ალვესმა და ალექსის სანჩესმა დატოვონ. დღეს კი უკვე მათ სესკ ფაბრეგასიც შეუერთდა.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" მზადაა, 27 წლის ნახევარმცველი 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს. შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს ფაბრეგასის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, მანჩესტერელთა ინტერესი სულ მალე განახლდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 75 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.