„ბარსელონამ“ „რეალს“ ჩემპიონობა მიულოცა

„ბარსელონამ“ „რეალს“ ჩემპიონობა მიულოცა

კატალონიის "ბარსელონამ" მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა თასის მოგება მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ლიგის ფინალში "ატლეტიკო" 4:1 დაამარცხა. პირველი გოლი დიეგო გოდინმა გაიტანა. წონასწორობა 93-ე წუთზე სერხიო რამოსმა აღადგინა, დამატებით დროში კი "თეთრებმა" კიდევ 3 გოლი გაიტანეს, კერძოდ ბეილმა, მარსელომ და რონალდუმ. ამ უკანასკნელმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.

"ვულოცავთ "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას ლისაბონში. ვულოცავთ მათ მეტოქეს შესანიშნავი სეზონის ჩატარებისთვის." - იტყობინება კატალონიური კლუბის ოფიციალური "თვითერი".

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ტურნირის მეოთხედფინალში სწორედ "ატლეტიკომ" დაამარცხა (1:1, 0:1).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 86 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.