პედრო: „ბარსელონაში“ ძალიან ბედნიერი ვარ“

პედრო: „ბარსელონაში“ ძალიან ბედნიერი ვარ“

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა ისაუბრა თავის მომავალზე კატალონიურ კლუბში და ასევე, მოიწონა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკეს დანიშნვის გადაწყვეტილება.

"მე ძალიან ბედნიერი ვარ "ბარსელონაში", მაგრამ არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ახლა, მე მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვფიქრობ. რაც შეეხება გასულ სეზონს, მინდოდა უფრო მეტი მეთამაშა, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებში. მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ, რადგან მატჩებში, რომლებშიც მოედანზე გავედი, გუნდის დახმარება შევძელი.

ლუის ენრიკეს აქვს უპირატესობა - ის კარგად იცნობს კლუბს. მას აქვს ბევრი კარგი იდეა, ის ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს მოითხოვს. იმედი მაქვს, ის წარმატებას მიაღწევს." - განაცხადა პედრომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 45 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.