ადრიანო "ინტერსა" და "რომას" სურთ

ადრიანო "ინტერსა" და "რომას" სურთ

"ბარსელონას" ბრაზილიელი განაპირა მცველის, ადრიანოს დამატებით რამდენიმე იტალიური გუნდია დაინტერესებული. აქამდე არსებული ინფორმაციით, 29 წლის უნივერსალის შეძენა "ნაპოლის" სურდა, ახლა კი, ნეაპოლელებს "რომა" და "ინტერიც" შეუერთდნენ.

იტალიელი ჟურნალისტის, ტანკრედი პალმიერის ცნობით, "რომას" ადრიანოს ვარიანტი იმ შემთხვევისთვის აქვს გათვალისწინებული, თუ "ჯალოროსი" რომელიმე განაპირა მცველს გაყიდის.

"კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, ადრიანოს მიმართ ინტერესს მილანის "ინტერიც" იჩენს.

ივარაუდება, რომ "ბარსელონა" ბრაზილიელ ფეხბურთელს 10 მილიონ ევროდ შეელევა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.