"ბარსელონას" "ორფეხა" ფეხბურთელები
"ბარსელონაში" სამ ფეხბურთელს შეუძლია ორივე ფეხით ერთნაირად თამაში. პედრო, ვილა და ადრიანო მწვრთნელს ბევრი პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებიან.
რაც შეეხება პედროს, მისი შესაძლებლობები გასულ სეზონში უკვე ვნახეთ. "ტენერიფესთან" შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა ორივე ფეხით გაიტანა და სხვა თვისებებიც გამოაჩინა. ადრიანოსა და ვილას მოსვლით, "ბარსაში" ასეთი ფეხბურთელების რიცხვი გაიზარდა. თავიანთი კარიერის მანძილზე ორივემ არაერთხელ აჩვენა, რომ მშვენივრად ხმარობენ ორივე ფეხს.
იბადებიან თუ ხდებიან ?
"ბარსელონას" ოფიციალური საიტი გუნდის ისეთ ვეტერან ფეხბურთელებს გაესაუბრა, რომლებიც ასევე თანაბრად იყენებდნენ ორივე ფეხს. ერთ-ერთი იყო სერხი ბარხუანი, რომელიც მარცხენა ფრთაზე თამაშობდა და ბრწყინვალედ თამაშობდა მარჯვენა ფეხითაც. "მე ცაცია ვიყავი, მაგრამ მამაჩემი ბავშვობიდან მაძალებდა მარჯვენა ფეხით თამაშსაც, რამაც კარგი შედეგი გამოიღო. ვფიქრობ, რომ "ორფეხა" ფეხბურთელებს უპირატესობა აქვთ. გუნდისთვის ძალიან კარგია, როცა ასეთი ფეხბურთელები ჰყავს. ასეთი ფეხბურთელების სხვადასხვა ტაქტიკაში გამოყენება შეიძლება", - განაცხადა მან.
ცაციებისთვის უფრო რთული
ყველა ამბობს, რომ ცაციასთვის უფრო რთულია იყოს "ორფეხა". "რივალდო, სტოიჩკოვი, ჰაჯი და მესიც კი - ცაციები არიან..მათ მეტი არც უნდა მოვთხოვოთ, რადგან ისედაც ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან", - განაცხადა "ტენტე" სანჩესმა. სერხი ბარხუანის სიტყვებით, "ორფეხა" ფეხბურთელთა უმრავლესობა მცველია, რადგან დაცვაში ძალიან რთულ სიტუაციაშიც კი იოლად პოულობენ გამოსავალს.
წყარო: Barca.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]