მესი: „არგენტინის ნაკრები ცდილობს, რომ თავიდან აიცილოს ზედმეტი რისკი“

მესი: „არგენტინის ნაკრები ცდილობს, რომ თავიდან აიცილოს ზედმეტი რისკი“

არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი აცხადებს, რომ მისი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ზეწოლის გარეშე ემზადება.

"ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასაწყისი ახლოვდება. ყველამ იცის გუნდის ფასი, ჩვენი კლასი, ამიტომ ტურნირისთვის ადვილად, ზეწოლის გარეშე ვემზადებით. გუნდი ცდილობს, რომ თავიდან აიცილოს ზედმეტი რისკი, რადგან ყოველთვის არსებობს ტრავმის საშიშროება." - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალი 12 ივნისიდან 13 ივლისამდე გაგრძელდება.

არგენტინის ნაკრები F ჯგუში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ბოსნია და ჰერცოგოვინა, ირანი და ნიგერია იქნებიან.

"ბარსელონას" შემადგენლობაში, ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მესიმ 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 28 გოლი და გააკეთა 12 შედეგიანი გადაცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 50 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.