კეიტა: "კლასიკოში გამარჯვება ვერ გადაწყვეტს ჩემპიონობის ბედს"

კეიტა: "კლასიკოში გამარჯვება ვერ გადაწყვეტს ჩემპიონობის ბედს"

სეიდუ კეიტა სკეპტიციზმით უყურებს იმ მოსაზრებას, რომ "ელ კლასიკოში" გამარჯვებული აუცილებლად უნდა გახდეს ქვეყნის ჩემპიონი.

მალის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს გაცნობიერებული აქვს "თეთრებთან" გასამართი ორივე მატჩის მნიშვნელობა, მაგრამ კატეგორიულად არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ამ შეხვედრებში გამარჯვებული მოიგებს ოქროს მედლებს. "-იქნება უამრავი შეხვედრა, კლასიკომდე და კლასიკოს შემდეგ."- განმარტა მან. "-დარწმუნებული ვარ, რომ ყველას სურს ჩემპიონების დამარცხება, თავისმხრივ "რეალთან" მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის."

ნავთსაყუდელის შეცვლა

 მას სემდეგ, რაც გნენერი იაია ტურე "მანცესტერ სითიში" გადაბარგდა, სერჟი ბუსკეტსი ერთადერთი ფეხბურთელია გუნდში, რომელსაც ძალუძს საყრდენ ნახევარმცველად თამაში, მაგრამ კეიტა ირწმუნება, რომ მას საყრდენადაც შეუძლია თამაში.

"- მე ამის თაობაზე არ მისაუბრია მწვრთვნელთან, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ამის გაკეთება შემიძლია. ყველაზე მთავარი არის გუნდი. კარგი იქნებოდა თუ კი კიდევ ერთი ნახევარმცველით გავძლიერდებოდით, ვინაიდან კლუბს სჭირდება კიდევ ერთი მაღალი დონის ნახევარმცველი."

ადრიანო, იბრაჰიმოვიჩი და სესკი

 ადრიანოს "სევილიიდან" "კამპ ნოუზე" გადმობარგებას სეიდუ სიხარულით შეეგება, ვინაიდან მათ გვერდი-გვერდ რამდენიმე სეზონის განმავლობაში უბურთავიათ.

"- იგი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, მშვიდი და რესპენტაბელური პიროვნებაა. ფიზიკურად ძლიერია და შეუძლია რამდენიმე პოზიციაზე ითამაშოს. რთულია იპოვო ისეთი ადამიანური და საფეხბურთო, მაღალი კლასის პიროვნება, როგორიც არის ადრიანო."

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ადგილზე კლუბში, კეიტამ შემდეგი რამ თქვა: "- ის ისეთივეა, როგორიც ყოველთვის იყო, მხიარულობს და ბევრს ხუმრობს, ამასთან გულმოდგინედ ვარჯიშობს. დარწმუნებული ვარ, რომ მას უნდა, რომ უკეთ იასპარეზოს, ვიდრე ეს იყო გასულ წელს, გაიტანოს მეტი გოლი და ამით დაეხმაროს გუნდს."

პრესა აგრძელებს სესკის "ბარსელონაში" დაბრუნებით სპეკულირებას, კეიტამ კი დაამატა, რომ მას აქ ხელგაშლილები დახვდებიან.

"- სესკი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის, ჩვენი გუნდისათვის მნიშვნელოვან ფიგურად იქცევა და დაგვეხმარება. მე უზომოდ გაგვიხარდება თუ კი, იგი ჩვენთან მოვა."

მეტი ჯილდოები

კეიტა იმედოვნებს, რომ გააუმჯობესებს პირად მაჩვენებელს "ბარსელონას" შემადგენლობაში, იმედოვნებს, რომ რეგულარულად გაიტანს გოლებს და მოიპოვებს ძირითადში ადგილს.

"- ვიმედოვნებ, რომ შევძლებ უფრო მეტი გოლის გატანას, ვიდრე ეს შარშან იყო და მინდა, რომ კლუბს დავეხმარო ამით."

საუკუნო მეგობრები

 სეიდუ კეიტა და იაია ტურე საუკუნო მეგობრებად დარჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა კლუბი გამოიცვალა, ინგლისში გამგზავრებამდე მათ ერთმანეთთან ილაპარაკეს.

"- ის არაჩვეულებრივი მეგობარი და ფეხბურთელია. ინგლისში გამგზავრებამდე ჩვენ ერთმანეთს ველაპარაკეთ, მაგრამ ჩვენს შორის დარჩება ის თუ რაზე ვისაუბრეთ."

სტატია ეძღვნება  seydou-ს

წყარო: www.fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.