ოფიციალურად: მასკერანო "ბარსელონაში" რჩება
"ბარსელონას" არგენტინელი ფეხბურთელი ხავიერ მასკერანო კატალონიურ კლუბში დარჩება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან "ბარსასთან" ახალი, 4-წლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, მასკერანო კლუბთან კონტრაქტს 2018 წლამდე გაახანგრძლივებს. ხელშეკრულებაში კონტრაქტის კიდევ 1 წლით ავტომატურად გაგრძელების შესახებ პუნქტიც ჩაიდება. არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.
ხავიერ მასკერანო "ბარსელონაში" 2010 წლიდან თამაშობს. კატალონიურ კლუბში მან 184 თამაში ჩაატრა. მასკერანომ, "ბარსასთან" ერთად, 8 ტიტული მოიგო.
"ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ ხავიერ მასკერანო ცენტრალურ მცველად იქცა. ბოლო დროს რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუის ენრიკე მას საყრდენ ნახევარმცველად დაბრუნებას უპირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4
კომენტარები [ 64 ]