ხავიერ მასკერანო: "ბარსელონაში" ჩემ მომავალთან დაკავშირებით დავფიქრდები
"ბარსელონას" არგენტინელი უნივერსალი ხავიერ მასკერანო აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ის კლუბიდან წასვლაზე დაფიქრდება.
"ბარსელონასთან" კონტრაქტი მაკავშირებს, მაგრამ აშkარაა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, დაფიქრება მომიწევს. ამ საკითხზე კონტაქტი ჯერ არავისთან მქონია. "ბარსელონა" ყოველთვის აჩვენებდა, რომ ჩემით კმაყოფილი იყო. ფიქრისთვის დრო მექნება.
აშკარაა, რომ ცოტას ვთამაშობ, რადგან გუნდში ჩემზე ძლიერი 2 ცენტრალური მცველია. ვეცდები, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის ვიბრძოლო და მზად ვიყო იმ დროისთვის, როდესაც შანსი მომეცემა." - ციტირებს 33 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Marca.
მასკერანო "ბარსელონაში" 2010 წლიდან თამაშობს. კატალონიურ კლუბში მან 327 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 17 ტიტული მოიგო. "ბარსასთან" მას კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]