„ბარსელონა“ როისში 35 მილიონ ევროს გადახდას გეგმავს

„ბარსელონა“ როისში 35 მილიონ ევროს გადახდას გეგმავს

"ბარსელონა" კვლავ შეეცდება დორტმუნდის "ბორუსიას" გერმანელი ფეხბურთელის, მარკო როისის შეძენას, იტყობინება Sport1.de.

"ლურჯ-ბროწეულისფერების" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე და კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის შეძენას აპირებენ, რადგან ისინი დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ როისი ძალიან სასარგებლო იქნება მათი გუნდისთვის. წყაროს ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდი აპირებს თავდაპირველად დორტმუნდელებს როისში 35 მილიონი ევრო შესთავაზოს.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონამ" ფეხბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია, მაგრამ "ბლაუგრანას" გერმანული კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.