ნეიმარი: „ყვითელ ბარათზე არ ვფიქრობ“

ნეიმარი: „ყვითელ ბარათზე არ ვფიქრობ“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლიდერი ნეიმარი აცხადებს, რომ ხორვატიის წინააღმდეგ მიღებულ ყვითელ ბარათს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

ნეიმარმა ყვითელი ბარათი ლუკა მოდრიჩთან უხეში თამაშის გამო მიიღო. ბრაზილიის მთავარი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარი შეშფოთებულია, რადგან კიდევ ერთი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, ლიდერმა, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს.

"მე ეს სრულიად არ მაწუხებს. ვითამაშებ საკუთარ ფეხბურთეს და ყველაფერს გავაკეთებ გამარჯვებისთვის. უბრალოდ კარგად უნდა ვითამაშო და ყვითელი ბარათით არ დავისჯები. თუ ვიფიქრებ იმაზე, რომ ყვითელ ბარათს არ მივიღებ, მაშინ ეს მხოლოდ უარესი იქნება." - განაცხადა ნეიმარმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.