ალვესი: „ვერ ვიჯერებ, რომ ჩავი „ბარსელონადან“ წავა“

ალვესი: „ვერ ვიჯერებ, რომ ჩავი „ბარსელონადან“ წავა“

"ბარსელონას" ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა მცირე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გუნდის ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი კატარულ კლუბში, "ალ არაბიში" გადასვლას აპირებს.

შეგახსენებთ, თავად ალვესი პსჟ-სგან შეთავაზებას ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიური კლუბის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს არ უთქვამს, რომ მასთან განშორება სურს.

"როდესაც ჩავიზე შევიტყვე, პირველ რიგში ვფიქრობდი, რომ მე ვტყუვდებოდი. ვერ ვიჯერებ, რომ ამ სიტყვებში სიმართლეა. თუ "ბარსელონას" დატოვებს ჩავი, რომელიც კლუბის სიმბოლოა, მაშინ ის, შესაძლოა, ნებისმიერმა ფეხბურთელმა დატოვოს. ჩემთვის, ეს შოკია და ვერ დავიჯერებ ამ ინფორმაციას. არა, მე ამის არ მჯერა. ჩავი, უბრალოდ, არ შიეძლება წავიდეს "ბარსელონადან." - განაცხადა დანი ალვესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 39 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.