ჟულიო სეზარი: „ნეიმარი ბალოტელიზე უკეთესია“
ბრაზლიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი ჟულიო სეზარი თავის თანაგუნდელს, ნეიმარს უფრო ძლიერ თავდამსხმელად მიიჩნევს, ვიდრე მარიო ბალოტელის.
"ერთ დროს, მე მარიოსთან ერთად მილანის "ინტერში" ვთამაშობდი, როდესაც ის ჯერ კიდევ 17-ის თუ 18 წლის იყო. ფაქტია, რომ ის ინგლისში წავიდა, შემდეგ კი იტალიაში დაბრუნდა. ეს მას განვითარებაში და მნიშვნელოვან ფეხბურთელად გახდომაში დაეხმარა.
ნეიმარი, როგორც მე მივიჩნევ, მსოფლიოს სამ საუკეთესო თავდამსხმელში შედის. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ყურადღებით ვაკვირდები მის პროგრესს, ვსაუბრობ მასთან და ვთამაშობთ ერთ გუნდში. ნეიმარი ფეხბურთელია, რომელიც საფეხბურთო სამყაროს ძალიან ბევრს მისცემს. თუ მე მარიოსა და ნეიმარს შორის არჩევანს გავაკეთებ, ამ უკანასკნელს ავირჩევ. ჩემთვის, ნეიმარი უფრო ძლიერი, სრულყოფილი და მიმზიდველი ფეხბურთელია." - განაცხადა ჟულიო სეზარმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 28 ]