ვენგერი სანჩესის აგენტს შეხვდა

ვენგერი სანჩესის აგენტს შეხვდა

ალექსის სანჩესმა, შესაძლოა, კარიერა "არსენალში" განაგრძოს. "ბარსელონას" თავდამსხმელის ლონდონში ხილვა, კლუბის მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს სურს.

როგორც Cadenа Ser იტყობინება, ორშაბათს, ფრანგი სპეციალისტი ჩილეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის აგენტს შეხვდა და თავდამსხმელის შესაძლო ტრანსფერის დეტალები განიხილა.

"არსენალის" მთავარ კონკურენტად "ლივერპული" სახელდება. Daily Star-ის თანახმად, მერსისაიდელებს ალექსისთან კონტრაქტის გაფორმება მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სურთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 38 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.