ალექსისი 40 მილიონი ევრო ღირს

ალექსისი 40 მილიონი ევრო ღირს

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ახლა, ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი 40 მილიონი ევრო ღირს.

ჩილეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ღირებულება, მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეულად თამაშის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა. "ბარსელონა", ახლა, ალექსის სანჩესის, ჩილეს ნაკრების ლიდერი გაყიდვას მინიმუმ 40 მილიონ ევროდ აპირებს.

ცნობილია, რომ ჩილელი თავდამსხმელის შეძენა ლონდონის "არსენალის" პრიორიტეტია. "მეთოფეებმა" კატალონიელებს 35 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა ეს თანხა კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობას უკვე აღარ აკმაყოფილებს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სანჩესი "ბარსელონას" დატოვებას არ ჩქარობს. ამასთან ერთად, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩილელი, შესაძლოა, ლუის სუარესის ტრანსფერში ჩაერთოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 47 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.