ნეიმარისთვის მუნდიალი დასრულდა

ნეიმარისთვის მუნდიალი დასრულდა

ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ნეიმარი მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ექიმებმა მას ხერხემლის მალის მოტეხილობა დაუდგინეს.

კოლუმბიასთან 1/4-ფინალში გამართული შეხვედრის მიწურულს, სუნიგამ ნეიმარს ზურგში მუხლი ძლიერად ჩაარტყა. შედეგად, "ბარსელონას" ვარსკვლავს ხერხემლის მალა მოტყდა. ბრაზილიის ნაკრების ექიმი ადასტურებს, რომ ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს. როდრიგო ლასმარის თქმით, ფეხბურთელს ოპერაცია არ ჭირდება, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში ის სიარულსაც კი ვერ შეძლებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეიმარის მკურნალობას 4-6 კვირა დაჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონას" წინასასეზონო მზადებას დაგვიანებით შეუერთდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 37 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.