ბრავო ბარსელონაშია

ბრავო ბარსელონაშია

ახალი გოლკიპერი კლაუდიო ბრავო დღეს, ბარსელონაში ჩავიდა და პირდაპირ "კამპ ნოუსკენ" გაემართა. 22:00 საათზე ის კლუბის ოფისთან ფოტოსესიისთვის იმყოფებოდა, სადაც იგი მიესალმა პრესასა და გულშემატკივრებს.

მას ორშაბათს დატვირთული გრაფიკი აქვს. 11:00 საათზე, ბრავო სამედიცნო შემოწმებას გაივლის "სიუტატ ესპორტივოზე". ამის შემდეგ, 13 საათსა და 45 წუთზე, ის კონტრაქტზე ხელს მოაწერს. დაახლოებით 14:00 საათზე, კლაუდიო "კამპ ნოუზე" მისი ახალი კლუბის მაისურით გამოჩნდება. ბოლოს, 14 საათსა და 45 წუთზე, ჩილელი პრესკონფერენციას გამართავს.

"რეალ სოსიედადის" 31 წლის ფეხბურთელი "ბარსელონასთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. კლაუდიო ბრავო "ბლაუგრანას" მესამე შენაძენია ტერ შტეგეინსა და ივან რაკიტიჩის შემდეგ, დეულოფეუს, რაფინიასა და მასიპის გარდა. დეულოფეუ და რაფინია კლუბში დაბრუნდნენ, ხოლო მასიპი "ბარსა ბ"-დან დააწინეურეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.