ალექს სონგით სამი კლუბი დაინტერესდა

ალექს სონგით სამი კლუბი დაინტერესდა

კატალონიის "ბარსელონას" კამერუნელი ნახევარმცველით, რომელიც დიდი ალბათობით "ბლაუგრანას" მიმდინარე ზაფხულში დატოვებს, სამი კლუბი ინტერესდება.

"ინტერმა", "ევერტონმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" კატალონიელებს 26 წლის ფეხბურთელზე ინფორმაცია მოსთხოვა. ოფიციალური წინადადება კი არცერთ კლუბს არ გაუკეთებია. როგორც ცნობილია, "ბარსელონა" სონგის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ კამერუნელი "ბარსელონაში" 2012 წელს "არსენალიდან" გადავიდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.