ლეო მესი მსოფლიოს მოსაგებად მზადაა
დღეს, ღამოს 23:00 საათზე, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე წლის უნმიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართება. "მარაკანას" ლეგენდარულ მოედანზე ერთმანეთს გერმანიისა და არგენტინის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩისთვის მზადყოფნა გამოხატა ლეო მესიმ საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე.
"ჯერ არაფერი დასრულებულა. ჩვენ გამარჯვება გვსურს და მზად ვართ მივაღწიოთ წარმატებას."
"ხვალ ჩვენი სამშობლოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში მივიღებთ მონაწილეობას. მძიმე შრომისა და მსხვერპლის შემდეგ, ასევე უდიდესი მხარდაჭერის ფონზე ჩემი ოცნება ნელ–ნელა რეალური ხდება. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს შესაძლებელი იყო! ასევე არგენტინელების მხარდაჭერით, ჩვენ აქამდე სწორედ მათ მოგვიყვანეს. თუმცა ოცნება ჯერ არ ასრულებულა, ჩვენ გამარჯვება გვსურს და მზად ვართ მივაღწიოთ წარმატებას. #VamosArgentina #allin "
– ლიო
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 58 ]