ბარტრა ლუის ენრიკეს აქებს

ბარტრა ლუის ენრიკეს აქებს

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, მარკ ბარტრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე შეაქო. ახალგაზრდა ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ კატალონიური კლუბის ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დიდ წარმატებას მიაღწევს.

"ლუის ენრიკე - ადამიანი, რომელიც დიდი მიღწევებისკენ მიისწრაფვის. ის კონცენტრირებულია ყოველდღიურ სამუშაოზე და არ წყვეტს წარსულის ანალიზს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად ითამაშე გასულ მატჩში, ღირებულება მომდევნო თამაშს ენიჭება. ასეთი მუშაობით ის ყოველი ფეხბურთელისგან მაქსიმუმს იღებს. ტაქტიკურ საკითხებში ის ძალიან გათვითცნობიერებულია და თავის ფეხბურთელებს მოტივირებულს ხდის." - განაცხადა ბარტრამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.