მილიტო: სუარესი და მესი იდეალურია "ბარსასთვის"

მილიტო: სუარესი და მესი იდეალურია "ბარსასთვის"

დიეგო მილიტომ ლუის სუარესის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა:

"არ მეეჭვება, რომ ლუის სუარესი შესანიშნავად  მოერგება "ბარსელონას". ჩვენ ვსაუბრობთ საოცარ თავდამსხმელზე, რომელმაც თავისი შესაძლებლობები დაამტკიცა საუკეთესო ლიგებში და გასულ 2 მსოფლიო ჩემპიონატზე."

"სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში ძალიან კარგად ითამაშა. სამწუხაროა, რომ სუარესმა ეს მსოფლიო ჩემპიონატი კბენის გამო და ცუდი იმიჯით დატოვა."

"შეუძლია მესისთან ერთად თამაში? დიდებული ფეხბურთელები ადაპტაციას ნებისმიერ კლუბში გადიან. მათ სტილს მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით, სუარესს ადაპტაცია და ტიტულების დასაბრუნებლად გუნდის დახმარება არ გაუჭირდება."

"თუ გამარჯვება სურთ, მაშინ დროა გუნდმა კლასიკური ცენტრ ფორვარდით თამაში დაიწყოს. ეს ალტერნატივაც არის. ასეთი ფეხბურთელი "ბარსაში" არ იყო და ალბათ ლუის ენრიკემ მოითხოვა მსგავსი მოთამაშის შეძენა, რათა ტაქტიკის შეცვლა შეეძლოს."

სამწუხაროდ  ფიფას სანქციის გამო "ბარსელონას" გულშემატკივრები სუარესს მოედანზე ჯერ ვერ იხილავენ.

"ჩემი აზრით, სანქცია დაიმსახურა, მაგრამ არა ასეთი. 4 თვე ზედმეტია. განსაკუთრებით უსამართლოა ის, რომ მას სტადიონზე მისვლა და მატჩის ყურება არ შეუძლია. თუმცა მისთვის ნუგეშია "ბარსაში" გადასვლა და საუკეთესოებთან ერთად თამაში. ლუისი მალე გაიღიმება."

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 32 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.