ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
ლუის ენრიკემ, უელვში, მინიმალური ანაგარიშით გამარჯვების შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა. "ბარსა ბ"-სა და პირველი გუნდის ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს. მოთამაშეებმა სერიოზული მატჩი ჩაატარეს. მათ აჩვენეს თავდადება და გვქონდა შანსები. ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია დასკვნების გაკეთება. ეს ძალიან ადრეა."
მან ამჯობინა, რომ არ ესაუბრა კონკრეტულ ფეხბურთელებზე. "ფეხბურთელებმა შეაფასეს თავიაანთი თამაში ამ სათამაშო წუთებში. თუმცა, ამ ეტაპზე, არასწორი იქნება ინდივიდუალურად ვინმეს გამოყოფა. ეს ტიპიური პრე-სეზონია, მაგრამ ჩვენ გვაქვს შანსი, დავაკვირდეთ სარეზერვო ფეხბურთელებს... აფელაი სხვებისგან განსხვავებულ სიტუაციაშია. მე მომეწონა მისი გავლენა თამაშზე. მას სხვადასხვა პოზიციებზე თამაში შეუძლია. ის შეიძლება დარჩეს გუნდში ან წავიდეს. მაგრამ ამ მომენტში, იბრაჰიმი გუნდის ნაწილია."
"ეს იყო კარგი მატჩი ჩვენი ფიტნესისთვის, პირველი კვირის სამუშაოს შემდეგ." რაც შეეხება სატრანსფერო ბაზარს, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ "ტრანსფერები სუბისარეტას საკითხია. მოლაპარაკებები განხორციელდება საიდუმლოდ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 34 ]