ნესტა: "ჯერ კიდევ ადრეა მესის მარადონასთან შედარება"
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" ყოფილმა მცველმა, ალესანდრო ნესტა თვლის, რომ "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავის, ლიონელ მესის შედარება მარადონასთან ჯერ კიდევ ადრეა. შეგახსენებთ, რომ 1986 წელს მარადონამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2014 წელს კი მესი მუნდიალის ფინალში გავიდა, სადაც გერმანელებთან დამარცხდა.
"არ ვფიქრობ, რომ ახლა მსგავსი შედარებები მიზანშეწონილია. როდესაც მესი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი პარალელის გავლება. მესის კიდევ ერთი შანსი აქვს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს. რა თქმა უნდა, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სიაშია. 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში წარუმატებელი თამაში მას ჩრდილში არ აყენებს." - განაცხადა, ნესტამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 29 ]