ფეხბურთელების კომენტარები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელების კომენტარები მატჩის შემდეგ

2014/15 წლების პრე-სეზონის პირველ მატჩში "ბარსელონამ" "რეკრეატივო" ანგარიშით 0-1 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა:

დეულოფეუ

"ორივე ფლანგზე თამაში კომფორტული იყო. ფლანგებზე მოთამაშე ფეხბურთელებს თავისუფლად მოძრაობა შეეძლოთ. არ იყო მარტივი, მაგრამ გავიმარჯვეთ. ეს იყო კარგი მატჩი ჩვენი ფიტნესისთვის."

დეულოფეუმ განაცხადა, რომ მოედანზე თავს მშვიდად გრძნობდა. მისი თქმით, "ბარსა ბ" პირველ გუნდს მომზადებაში ეხმარება.

მასიპი

"თავდაუზოგავად ვმუშაობ, რათა ვითამაშო და მწვრთნელს მეკარეს შერჩევა გაუჭირდეს."

"ბრავო და ტერ შტეგენი შესანიშნავი მეკარეები არიან. კონკურენცია დიდია, მაგრამ ეს კარგია გუნდისთვის."

"როგორც ჩანს, ტერ შტეგენი სრულყოფილი მეკარეა. ის ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან კარგი გოლკიპერია."

"ყველაფრისთვის ბრძოლა დავიწყეთ, რაც ნიშნავს, რომ მეტოქეებს ყველა ტიტულისთვის კონკურენციას გავუწევთ."

"ლუის ენრიკეს გასაგები და ნათელი იდეები აქვს. ის გვეუბნება საკუთარ იდეებს და გვიხარია დავალებების შესრულება. ენრიკე მოტივაციას გვაძლევს და ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს იღებს."

ტერ შტეგენი

"გამიხარდა თამაში. მომწონს "ბარსას" სტილი და იმედია ის შენარჩუნდება."

"კარგად ვითამაშეთ და არ ვნერვიულობდი."

"ამ მატჩში ჩემთვის პასების გაკეთება უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ბურთის შეჩერება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია თამაშისათვის. ჩემი აზრით, კარგად ვიმუშავეთ. პირველი შეხვედრაა. კარგი იყო."

" "ბარსას" ვარჯიშები განსხვავდება ჩემი ძველი გუნდის ვარჯიშებისგან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი სათამაშო სტილია და მომწონს. თამაში აქ ადვილია."

ორშაბათს გუნდი ორჯერ ივარჯიშებს. პირველი სავარჯიშო სესია გაიმართება თბილისის დროით 11 საათსა და 30 წუთზე, მეორე კი საღამოს ცხრის ნახევარზე. ვარჯიშის შემდეგ სერხი რობერტოს პრესკონფერენცია არის დაგეგმილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 32 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.