მომდევნო კვირის განრიგი

მომდევნო კვირის განრიგი

ორშაბათს, "ბარსელონა" 2014/15 სეზონის მეორე კვირას დაიწყებს. ფეხბურთელები, "სიუტატ ესპორტივოზე", კვირის უმეტეს დღეებში, 2-ჯერ ივარჯიშებენ.

ორმაგი სესიები გაიმართება ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს. ამ დღეებში, დილის სავარჯიშო სესიები დაგეგმილია 11 საათსა და 30 წუთზე, ხოლო საღამოს - 20 საათსა და 30 წუთზე. ოთხშაბათსა და შაბათს გუნდი მხოლოდ დილით ივარჯიშებს, ხოლო კვირას მოთამაშეებს დასვენების დღე ექნებათ.

ხუთშაბათს, 8 ფეხბურთელი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდს დაუბრუნდება. პირველ გუნდს შეუერთდება ჩავი, ინიესტა, პიკე, ბუსკეტსი, ალბა, პედრო (ესპანეთი), ივან რაკიტიჩი (ხორვატია) და ალექს სონგი (კამერუნი).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.