ინიესტას პრესკონფერენცია

ინიესტას პრესკონფერენცია

პარასკევს ინიესტას პრესკონფერენცია გაიმართა. ფეხბურთელმა გუნდის იმედზე ისაუბრა: "ჩვენი მიზანი უცვლელია. ტიტულების მოგება გვსურს, გამარჯვებისთვის კი საჭიროა დასაწყისიდანვე სწორად მოქმედება."

"ბარსას" წარმატებაზე პირველ რიგში პასუხისმგებელია ლუის ენრიკე - პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინიესტა დაელაპარაკა თავის პირველ ვარჯიშზე პირველ გუნდთან ერთად. ნახევარმცველის თქმით, მაშინ 'ლუჩო' დაეხმარა და მას შემდეგ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ: "მიხარია, რომ ენრიკე აქ არის. ჩემი აზრით, ეს სეზონი შეიძლება ძალიან კარგი აღმოჩნდეს. ლუის ენრიკეს გასაგები და ნათელი იდეები აქვს. ფეხბურთელებს უნდა გვჯეროდეს მწვრთნელის და მისი სიტყვების."

ინიესტამ ლუის სუარესზეც ისაუბრა: "ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. სუარესი გუნდს მოუტანს გოლებს, თავის ამბიციას, თავდაუზოგავ შრომასა და სახელგანთქმულ მობილურობას. ნახევარმცველებისათვის მნიშვნელოვანია ის, რომ მათ წინ ასეთი ფეხბურთელი თამაშობს. ის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია არამარტო ამ სეზონისათვის, არამედ მომავლისთვისაც." კლუბის ინტერესების გამო ესპანელმა სუარესის სასჯელზე კომენტარი არ გააკეთა.

ინიესტას ძალიან გაუხარდა ჩავის დარჩენა: "ის ჯერ კიდევ "ბარსას" ფეხბურთელია, რაც ჩვენთვის საუკეთესო სიახლეა. მოხარული ვარ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კლუბში რჩება ის ფეხბურთელი, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია თამაშობს აქ. ჩავის წასვლა უცნაური იქნებოდა. ეს ამ ზაფხულის ერთ-ერთი საუკეთესო სიახლეა."

ბოლოს ინიესტამ გუნდში მომხდარ ცვლილებებზე ილაპარაკა: "კლუბმა გააკეთა ის, რაც სჭირდებოდა. თუ სწორად არ იმოქმედებ, მაშინ ძალიან ძნელი იქნება მოგება. უტიტულო სეზონის შემდეგ მოუთმენლად ელი სეზონის სტარტსა და კვლავ გამარჯვებას."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.