სილვინიომ ლუის ენრიკეზე ისაუბრა

სილვინიომ ლუის ენრიკეზე ისაუბრა

'Esports Cope-თან' საუბრისას, "ბარსას" ყოფილმა ფეხბურთელმა, სილვინიომ განაცხადა, რომ ლუის ენრიკე "ბარსას" ახალი ეპოქისათვის საუკეთესო ვარიანტი იყო.

"კარგი წინათგრძნობა მაქვს. ჩემი აზრით, ლუის ენრიკე "ბარსელონას" დინამიურობას და ხარისხს დაუბრუნებს. დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ვიხილავთ ნამდვილ "ბარსას" ამ სეზონში."

უტიტულო სეზონის მიუხედავად, სილვინიოს თქმით, გუნდი აღდგენის გზაზეა.

"რთული წელი იყო, მაგრამ კლუბს აქვს მაღალი დონე, ჰყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი და მწვრთნელი იმ სწორი ხასიათით, რომელიც წინსვლისათვის არის საჭირო."

ბრაზილიელმა განაცხადა, რომ პროგრესისათვის გადამწყვეტი მოტივაცია იქნება.

"მან უნდა ავარჯიშოს, მოტივაცია მისცეს და დაარწმუნოს ფეხბურთელები თავის იდეებში. ისეთი დინამიურობითა და ინტენსიურობით, როგორიც გვარდიოლას დროს იყო, ლუის ენრიკე შექმნის თავდადებულ, წარმატებულ გუნდს."

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.