დეკუ: „მესი - ფეხბურთელი, რომელიც „ბარსას“ ისტორიაში შევიდა“

დეკუ: „მესი - ფეხბურთელი, რომელიც „ბარსას“ ისტორიაში შევიდა“

"პორტუ" 2004-სა და "ბარსელონა" 2006-ს შორის გამართული მატჩის შემდეგ, დეკუმ მადლობა გადაუხადა "ბარსელონას" ამ მატჩის ორგანიზებში დახმარებისთვის და განაცხადა, რომ შესანიშნავად ესმის, თუ რატომ ვერ შეძლეს ჩავიმ და ინიესტამ მოსვლა.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია გუნდისთვის. მაგრამ "ბარსა" ყველაფერში დაგვეხმარა, რაც ჩვენ მას ვთხოვეთ."

"ლეო ფეხბურთელია, რომელიც "ბარსელონას" ისტორიაში შევიდა. როდესაც გუნდი ვერ იმარჯვებს, ყოველთვის იწყება კონკრეტული ფეხბურთელის დადანაშაულება, მაგრამ არავის უნდა დაავიწყდეს ყველაფერი ის, რაც მან კლუბისთვის გააკეთა."

"ბარსა" ძალიან ძლიერია და მე მოხარული ვარ, რომ კლუბმა ლუის სუარესი შეიძინა. ის შრომისმოყვარე თავდამსხმელია ძლიერი ხასიათით და გოლების გატანით."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.