ინგლისში 26 ფეხბურთელი გაემგზავრება

ინგლისში 26 ფეხბურთელი გაემგზავრება

ინგლისში, ბირმინგემში, "ბარსელონას" 26 ფეხბურთელი გაემგზავრება: 18 პირველი გუნდის, ხოლო 8 "ბარსა ბ"-ს მოთამაშე. გუნდი ბარსელონას 28 ივლისს დატოვებს. თანაგუნდელებთან ერთად იქნება კლაუდიო ბრავო, რომელიც პირველ ვარჯიშს ინგლისში ჩაატარებს.

მარტინ მონტოია, რომელმაც გუშინ დილით განცალკევებით ივარჯიშა, გუნდთან ერთად გაემგზავრება, ხოლო ადრიანო კორეია, რომელსაც გულის პრობლემები აქვს, განაცხადს მიღმა დარჩა.

"ბარსელონა" არანაირ მატჩს არ გამართავს ინგლისში, მაგრამ როცა გუნდი "სენტ ჯორჯის პარკზე" მზადებას დაასრულებს, მომავალ შაბათს, ნიცასკენ გაემართება.

სრული გუნდი

პირველი გუნდი: ტერ შტეგენი, ბრავო, მასიპი, მონტოია, პიკე, ალბა, მატიე, ბარტრა, სონგი, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, რაფინია, სერხი რობერტო, რაკიტიჩი, აფელაი, პედრო და დეულოფეუ.

"ბარსა ბ": პატრიკი, ედგარ იე, გრიმალდო, სამპერი, ჰალილოვიჩი, მუნირი, სანდრო და ადამა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 97 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.