პედროს პრესკონფერენცია

პედროს პრესკონფერენცია

პედრო როდრიგესი თავის მე-6 სეზონის იწყებს "ბარსელონას" პირველ გუნდთან იგივე სურვილით, როგორც პირველ დღეს. ნდობა, რომელიც მან ანდონი სუბისარეტასთან გასაუბრების შემდეგ მოიპოვა, გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ის კლუბის შეცვლის შესაძლებლობაზე არ დაფიქრდა.

"კლუბი მენდობა და სჯერა ჩემი. მე უკვე ვმუშაობდი ლუის ენრიკესთან ერთად, მან იცის, რის მოტანა შემიძლია გუნდისთვის. ეს ჩემი გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორია, გუნდში დარჩენის თაობაზე. ამ კლუბმა ყველაფერი მომცა."

"საერთო მიზანი - კარგი სეზონის ჩატარება. მწვრთნელი გადაყწვეტს, ვინ უნდა ითამაშის ამა თუ იმ მატჩში."

"კლუბში მოთამაშე დიდებული ფეხბურთელებიდან ბევრი ვისწავლე. ლუის სუარესი შესანიშნავი ფეხბურთელია და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისგანაც ბევრს ვისწავლი."

"მე თავს კომფორტულად ვგრძნობ შეტევაში, მაგრამ თუ მწვრთნელი გადაწყვეტს ჩემს გამოყენებას ნახევამრცველის პოზიციაზე, შევეცდები სრულად გამოვავლინო საკუთარი შესაძლებლობები."

"სენტ ჯორჯ პარკზე" ყოფნა წარმოიდგენელია. ბალახი ძალიან კარგ მდგომარეობაშია, ტემპერატურა იდეალურია ვარჯიშებისთვის, ოთახები ძალიან კომფორტულია და აქ არის დიდი სივრცე დასასვენებლად."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.