ბალაგე: "ენრიკეს დისციპლინა და თავდაუზოგავი მუშაობა სურს"
Sky Sports-ის ესპანური ფეხბურთის ექსპერტმა, გიემ ბალაგემ "სენტ ჯორჯ პარკზე" "ბარსას" მზადების პროცესზე ისაუბრა. გუნდს მხოლოდ ლეო მესი, მასკერანო, ტრავმირებული ნეიმარი და ლუის სუარესი აკლია.
"ლუის ენრიკე ფიზიკური მომზადების ფანია," განაცხადა ბალაგემ Sky Sports News-თან საუბრისას. "2 წლის განმავლობაში "ბარსელონას" ვარჯიშები იყო უფრო მშვიდი და ნაკლებად ინტენსიური, რაც გუნდის თამაშზე აისახა. თუმცა ლუის ენრიკეს სურს დისციპლინა, თავდაუზოგავი შრომა. მას უნდა, რომ ფეხბურთელებმა ფორმა და მაღალი ზეწოლა დაიბრუნონ. მოთამაშეები საჯაროდ არ ამბობენ, მაგრამ მათი თქმით, ვარჯიშის დასრულება ძნელია. ასე რომ, დაბრუნების დღიდან ენრიკე რთულ სავარჯიშო სესიებზე მუშაობს. "სენტ ჯორჯ პარკზე" გუნდი ორჯერ ვარჯიშობს და ეს გრაფიკი შაბათამდე გაგრძელდება."
შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი ფიფას მიერ კიელინის კბენისთვის დაკისრებული სანქციების გამო პრესეზონში მონაწილეობას ვერ იღებს. ბალაგემ ურუგვაელზეც გააკეთა კომენტარი: "მას ვარჯიში არ შეუძლია. ყველა ელოდება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რათა გაიგონ, შეიცვლება თუ არა 4 თვიანი სასჯელი. ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ ეს მოხდება, მას გამგზავრება არ შეუძლია."
ბალაგემ ასევე ახსნა სონგისა და ჩავის სიტუაციები: "ალექს სონგი გუნდთან ერთად იყო, მაგრამ პირადი მიზეზების გამო უკან დაბრუნება მოუხდა. სონგის გარდა აქ ყველაა, მათ შორის კი ჩავიც, რაც ცოტა გასაკვირია. ის ცდილობდა ყატარში ან აშშ-ში წასვლას. ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ყატარულ კლუბებთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ასე რომ, ის შეიძლება მაინც წავიდეს. ამასობაში ჩავი გუნდს შეუერთდა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]