ნეიმარი 18 აგვისტოსთვის გამოჯანმრთელდება

ნეიმარი 18 აგვისტოსთვის გამოჯანმრთელდება

"ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი აცხადებს, რომ 18 აგვისტოს, მექსიკურ "ლეონთან", ჟოან გამპერის თასის მატჩში, მონაწილეობის მიღებას აპირებს.

"მე ნელ-ნელა მწყობრში ვდგები ტრავმის შემდეგ. გუნდს შევუერთდები, როდესაც 100 პროცენტით მზად ვიქნები.

მინდა კარგი სეზონი ჩავატარო და ვაპირებ, დავეხმარო თანაგუნდელებს დადებითი შედეგის მიღწევაში. ასევე, მსურს გავაგრძელო სარგებლის მოტანა ეროვნულ ნაკრებში. დარწმუნებული ვარ, თამაშს უკვე 18 აგვისტოს, ჟოან გამპერის თასის მატჩში შევძლებ." - განაცხადა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ტრავმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალურ მატჩში, კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 42 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.