„ბარსელონა“-„ელჩე“ 24 აგვისტოს, 23:00 საათზე გაიმართება
ცნობილი გახდა ჩემპიონატის პირველი ორი ტურის მატჩის რიცხვი და დრო, როგორც პირველი გუნდისთვის, ასევე "ბარსა ბ"-სთვის. ლუის ენრიკეს გუნდი "ელჩეს" "კამპ ნოუზე", კვირას, 24 აგვისტოს, 23:00 საათზე დაუპირისპირდება. მომდევნო კვირას, 31 აგვისტოს, 21:00 საათზე, კატალონიური კლუბი "ელ მადრიგალზე", "ვილიარეალს" ესტუმრება.
"ბარსა ბ" სეზონს პამპოლაში მოგზაურობით დაიწყებს, სადაც შაბათს, 23 აგვისტოს, 21:00 საათზე, "ოსასუნას" დაუპირისპირდება. გუნდი პირველ საშინაო მატჩს "მინიესტადიზე", მომდევნო შაბათს, 30 აგვისტოს, ასევე 21:00 საათზე, "საბადელის" წინააღმდეგ გამართავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]