კლაუდიო ბრავო: "ტერ შტეგენმა გამაკვირვა"

კლაუდიო ბრავო: "ტერ შტეგენმა გამაკვირვა"

კატალონიის "ბარსელონას" ჩილელმა მეკარემ, კლაუდიო ბრავომ, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის გუნდის კიდევ ერთ ახალწვეულთან, გერმანელ მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან კონკურენციას.

"მე ბევრი რამით ვარ გაკვირვებული, რაც ტერ შტეგენმა ჩაიდინა. მას არაჩვეულებრივი თვისებები აქვს და უკვე საუბრობს კატალონიურ ენაზე. ჩემი კარიერის განმავლობაში მე არასოდეს ვყოფილვარ სათადარიგო მეკარე და მუდამ მზად ვიყავი კონკურენციისთვის. კონკურენცია გუნდს ეხმარება გახდეს უკეთესი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ორივეს თანაბარი შანსები გვაქვს ძირითადში თამაშის." - განაცხადა, ბრავომ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.