მატიესა და ტერ შტეგენის პრესკონფერენცია

მატიესა და ტერ შტეგენის პრესკონფერენცია

"ნიცასა" და "ბარსელონას" ამხანაგურ მატჩამდე "ალიანს რივიერაზე" ტერ შტეგენისა და მატიეს პრესკონფერენცია გაიმართა. ადგილობრივი მედია განსაკუთრებით მატიეთი დაინტერესდა: "საფრანგეთში ჩამოსვლა ყოველთვის შესანიშნავია. აქ მოსვლა "ბარსასთან" ერთად კიდევ უფრო კარგია.  მიხარია, რომ საფრანგეთში ამ გუნდთან ერთად ვარ."

"ჩემი აზრით, ეს ძალიან ამბიციური პროექტია და იმედია, წარმატებული იქნება. აქ მხოლოდ 1 კვირაა ვარ, მაგრამ ჯერჯერობით თავს ბედნიერად ვგრძნობ", განაცხადა მატიემ. ბირმინგემში გატარებული დღეების შემდეგ, ფრანგის თქმით, ფეხბურთელები ერთად თამაშს მოუთმენლად ელიან.

"ამ გუნდში წარმატებისთვის მენტალურად და ფიზიკურად მზად ვარ. ჩემი შესაძლებლობების მჯერა და წარმატების იმედი მაქვს, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლა მომიხდება."

მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ასევე ელის კონკურენცია. გერმანელთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში ადგილისათვის იბრძვიან ბრავო და მასიპი: "მათ 1 კვირაა ვიცნობ. შესანიშნავი ადამიანები არიან. კარგად ვვარჯიშობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს."

"მწვრთნელი აირჩევს. ასე რომ, ვერაფერს გეტყვით," განაცხადა ტერ შტეგენმა. "უბრალოდ იმედი მაქვს, რომ "ბარსაში" სასიამოვნო დროს გავატარებ. ბრავო შესანიშნავი მეკარეა, მაგრამ იმედია, მწვრთნელი შანსებს მომცემს. "ნიცასთან" მატჩი კარგი ტესტია. დარწმუნებული ვარ, რომ სიამოვნებას მივიღებთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 80 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.