04/08/2014: მეორე სავარჯიშო სესია

04/08/2014: მეორე სავარჯიშო სესია

ლუის ენრიკეს "ბარსამ" "სიუტატ ესპორტივოზე", ამ საღამოს, დღის მეორე სავარჯიშო სესია გამართა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 24 ფეხბურთელი იყო, მათ შორის 8 "ბარსა ბ"-ს მოთამაშე, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღეა, პირველ გუნდთან ერთად მუშაობენ.

კლუბის ახალწვეულმა ჟერემი მატიემ და ადრიანომ, ორშაბათი დღის საღამოს სავარჯიშო სესიაზე, ინდივიდუალური პროგრამით იმუშავეს. ასევე, გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა ნახევარმცველმა ჩავიმ, რომელსაც დილის სესიაზე კუნთებთან დაკავშირებული პრობლეები შეექმნა. საბდენიეროდ, დაზიანება სერიოზული არაა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ მესი, მასკერანო, ნეიმარი და ალვესი გუნდს სამშაბათს, დილის სესიაზე შეუერთდებიან, მას შემდეგ, რაც სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, საღამოს კი მარტო ივარჯიშებენ.

სავარჯიშო სესიის სურათები

სავარჯიშო სესიის ვიდეო

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.