აფელაი, შესაძლოა, „ბეშიქთაშში“ გადავიდეს
კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელი ნახევარმცველი იბრაჰიმ აფელაი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, შესაძლოა, თურქულ "ბეშიქთაშში" გადავიდეს.
28 წლის ნახევარმცველი არ შედის "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს გეგმებში, ამიტომ ფეხბურთელი თურქეთში გადაინაცვლებს, სადაც მისით დაინტერესებულია სლავენ ბილიჩი.
აფელაის მიმდინარე კონტრაქტი "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" 2015 წლის ივნისში იწურება, ამიტომ ახლა, ყველაზე სწორ ვარიანტად ჰოლანდიელის გაყიდვა გამოიყურება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, აფელაიმ პრიმერას მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 55 ]