კლაუდიო ბრავო: "ნაპოლისთან" გაშვებული გოლი ჩემი ბრალია"
კატალონიის "ბარსელონას" 30 წლის ჩილელმა მეკარემ, კლაუდიო ბრავომ გუშინდელი ამხანაგური შეხვედრის შემდგომ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" ჯემაილის გოლის წყალობით "ბარსელონას" სძლია (1:0).
"ეს შეხვედრა ჩემთვის სასარგებლოდ მიმდინარეობდა, თუმცა გაშვებული გოლი, რომელიც მატჩის მიწურულს გავიდა, ჩემი ბრალი იყო. მე უნდა შევეგუო ამას, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო მქონდა. ეს არ არის გასამართლებელი საბუთი. არ არსებობს მსოფლიოში მეკარე, რომელიც ერთხელაც არ შემცდარა." - განაცხადა, ბრავომ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ "ბარსელონაში" ჩილელის დებიუტი შედგა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]