ვერმალენი: „ბარსელონაში“ გადასვლის გადაწყვეტილება რთული არ იყო“
დღეს, თომას ვერმალენის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. კატალონიელების ბოლო ახალწვეული კმაყოფილია "ბარსაში" გადასვლით. ის დარწმუნებულია თავის ძალებში: "მე შემიძლია ამ კლუბს ბევრი მოვუტანო: ჩემთვის, ეს გამოწვევა იქნება."
ვერმალენის პრესკონფერენციაზე, ასევე, იმყოფებოდნენ ანდონი სუბისარეტა (სპორტული დირექტორი) და ჟორდი მესტრე (სპორტული ვიცე-პრეზიდენტი). მესტრემ განაცხადა, რომ სატრანსფერო თანხამ 10 მილიონი ევრო შეადგინა + 5 მილიონი ბონუსების სახით და 3.8 მილიონი, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. გამოსასყიდი თანხა - 80 მილიონი ევრო.
სუბისარეტამ განაცხადა: "მას ჰქონდა კარგი შეთავაზებები სხვა კლუბებიდან, მაგრამ მან ჩვენ აგვირჩია, რისთვისაც მისი ძალიან მადლიერნი ვართ." თომასმა უპასუხა: "ბარსა" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში. აქ ყოფნა - ეს ოცნებაა ბევრი ფეხბურთელისთვის, ამიტომ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის რთული არ ყოფილა." ტრავმებთან დაკავშირებით, რომლებიც ბელგიელს "არსენალში" გატარებულ ბოლო სეზონში ხშირად აწუხებდა, ვერმალენმა განაცხადა, რომ ის კიდევ შეხვდება კლუბის დოქტორებსა და ფიზიოთერაპევტებს, რათა დადგინდეს, როდის შეძლებს ვარჯიშების დაწყებას გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად. მან დაჟინებით მოითხოვა: "მინდა, რომ ყველა ტრავმა წარსულში დარჩეს და ვუყურო მომავალს. ჩემი მიზანი ბევრ მატჩში მონაწილეობის მიღება და გუნდის დახმარებაა. გასული წელი რთული იყო, მაგრამ მინდა ყველაფერი ნულიდან დავიწყო. დარწმუნებული ვარ, "ბარსაში" ფანტასტიკურ სეზონს ჩავატარებ."
სუბისარეტამ ბელგიელი დაახასიათა, როგორც "ცენტრალური მცველი, რომელსაც ასევე შეუძლია თამაში დაცვის მარხენა ფლანგზე. ჩვენ ვეძებდით მცველს, ასე რომ, ახლა, ფეხბურთელებს შორის კონკურენცია მაღალია."
[media=http://www.youtube.com/watch?v=e95j4-EvRF0]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 41 ]