ვერმალენი ფიზიოთერაპიის კურსს გადის

ვერმალენი ფიზიოთერაპიის კურსს გადის

"ბარსელონას" ახალწვეულს, ცენტრალურ მცველს, თომას ვერმალენს ფიზიოთერაპიის კურსის გავლა უწევს. ბელგიელი, რომელიც კატალონიურ კლუბში ცოტა ხნის წინ "არსენალიდან" გადავიდა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გამოსვლის დროს, მარჯვენა ფეხზე, მუხლის ქვედა მყესის ტრავმა მიიღო.

ვერმალენს გუნდთან ერთად ვარჯიში ჯერ არ შეუძლია. მისი დაბრუნების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება ფიზიოთერაპიის კურსი.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი "ბარსელონას" 10 მილიონი ევრო დაუჯდა. ეს თანხა, შესაძლოა, 18.8 მილიონამდე გაიზარდოს, რაც დამოკიდებულია ვერმალენის შედეგიან გამოსვლაზე კლუბში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.