ვერმალენი კიდევ 2 კვირას გამოტოვებს

ვერმალენი კიდევ 2 კვირას გამოტოვებს

კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეული, ბელგიელი თომას ვერმალენი კლუბს სეზონის დასაწყისში ვერ დაეხმარება. იტყობინება, AS.

როგორც ესპანური წყარო იტყობინება, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის პირველ შეხვედრაში, სადაც "ბარსელონა" "ელჩეს" დაუპირისპირდება, ვერმალენი არ ითამაშებს. კუნთის ტრავმის გამო 28 წლის ფეხბურთელი კიდევ 2 კვირას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი კატალონიის დედაქალაქში მიმდინარე ზაფხულში ლონდონის "არსენალიდან" 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა, სადაც 2009-2014 წლებში თამაშობდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.