Ice Bucket Challenge
ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ვიდეოები, სადაც ცნობილი ადამიანები გაყინულ წყალს ისხამენ სხეულზე. ამ ქმედებით ისინი დახმარებას უწევენ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებულ ადამიანებს. ALS არის დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი ჩვეულებრივად აზროვნებს და მეტყველებს, მაგრამ ეტაპობრივად უსუსტდება კუნთები და მოძრაობის უნარს კარგავს. გამოსაჯანმრთელებლად აუცილებელია ფიზიოთერაპიები, ჯანსაღი ცხოვრება და სხეული მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოს. ALS-სთან ბრძოლის ორგანიზაციებმა ცნობილ ადამიანებს მოუწოდეს, რომ გამოიეწვიათ ერთმანეთი, ჩაერთოთ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ამ პროცესში, გადაეღოთ ვიდეოები, ფოტოები და აეტვირთათ ისინი სოციალურ ქსელებზე. გამოწვევა Ice Bucket Challenge "ბარსას" ფეხბურთელებმაც მიიღეს.
ალვესმა მესი გამოიწვია; მესიმ - აგუერო, ლავეცი და მეგობარი ნიკოლას ვასკეს დიეგო; პიკემ - რამოსი, ფაბრეგასი და მარკ მარკესი; ნეიმარმა - ზუნიგა, რობინიო და მომღერალი ნაილ ჰორანი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 32 ]