სუბისარეტა: "სუარესს სერიოზული წინადადებები ჰქონდა, მაგრამ მას მხოლოდ "ბარსაში" სურდა თამაში"

სუბისარეტა: "სუარესს სერიოზული წინადადებები ჰქონდა, მაგრამ მას მხოლოდ "ბარსაში" სურდა თამაში"

კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ კლუბის ახალწვეულზე, ლუის სუარესზე ისაუბრა.

"სუარესი - ეს ის ფორვარდია, რომელსაც შეუძლია შეტევის ცენტრში და ფლანგებზე თამაში. ლუისი ვარიანტულობას შემატებს ჩვენს შეტევას. მას სურდა "ბარსელონაში" თამაში, მას უდიდესი სურვილი ჰქონდა, ახლა კი ეს უკვე რეალობად იქცა. მას სერიოზული წინადადებები ჰქონდა, მაგრამ "ბარსელონაში" აღმოჩნდა, რადგან სწორედ აქ სურდა თამაში. ის უკვე შეეჩვია ზეწოლას და მაღალ მოთხოვნებს. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს რიგებში ასეთი თვისებების მქონე ფეხბურთელია. ის შესანიშნავად შეავსებს ჩვენს გუნდს." - განაცხადა, სუბისარეტამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.